საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სოფელ ყარაჯალაში, ხანძართან ბრძოლის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე, 51 წლის გელა მიქელაძე მთელი ცხოვრება სახანძროში მუშაობდა...
მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა, ხოლო 26 წლის ვაჟი სიმსივნით გარდაეცვალა.
მეხანძრეებმა ყარაჯალაში 5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახი იხსნეს, თუმცა ეს ტრაგედია ვერ აიცილეს თავიდან...
ვუთანაგრძნობ უდიდეს დანაკლისს ბატონ გელა მიქელაძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს...
ღმერთმა, სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს“, - წერს ჩრდილელი.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.