logo_geo
ოთარ ჩრდილელი: მეხანძრეებმა ყარაჯალაში ხანძრისგან 5 ადამიანი იხსნეს, თუმცა ეს ტრაგედია ვერ აიცილეს თავიდან...
- +

16 ივლისი. 2019. 11:33

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სოფელ ყარაჯალაში, ხანძართან ბრძოლის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე, 51 წლის გელა მიქელაძე მთელი ცხოვრება სახანძროში მუშაობდა...

 

მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა, ხოლო 26 წლის ვაჟი სიმსივნით გარდაეცვალა.

 

მეხანძრეებმა ყარაჯალაში 5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახი იხსნეს, თუმცა ეს ტრაგედია ვერ აიცილეს თავიდან...

 

ვუთანაგრძნობ უდიდეს დანაკლისს ბატონ გელა მიქელაძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს...

 

ღმერთმა, სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს“, - წერს ჩრდილელი.

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

big_banner
არქივი