logo_geo
ნინო დარასელი: მასზე კარგი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში
- +

16 ივლისი. 2019. 16:43

 

ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსო ამ ბოლო დროს რამდენჯერაც მირეკავს, არც კი დამაცლის ხოლმე აქედან მოკითხვას, რომ იწყებს: დედიკო, შოვში კუნტრუშაკს რომ ეძახდი კულტმუშაკს, გახსოვს? და გაგრაში, გრებეშოკში რა ლამაზი იყო მარწყვის ხე? ისე, რა გრძელი კიბე იყო არა სანაპირომდე? მაყვალს რომ ვკრეფდით სორში? ნინო, იქნებ მეგრული ისწავლო? გახსოვს, ზაზა რა მაგრად ლაპარაკობდა, კახათშიც, მერე ზღვაზე სოხუმელებთანაც… გრძელდება ასე რამდენიმე თვეა კარგი ამბების გახსენება. მე კი აქედან რას ვუყვები?

 

ჩვენს არეულ-დარეულ ამბებს. ჰოდა, ბოლოს მობეზრდა ჩემი წუწუნი და ცნობილ ეიჯისტს სუსტი წერტილი მომინახა: ნინო, აქ წავიკითხე ბევრი და თუ გინდა, ახალგაზრდობა შეინარჩუნო და სკლეროზი არ დაგემართოს, ამისათვის საუკეთესო სავარჯიშო ვიცი; თურმე თავისუფალი დრო, მხოლოდ რაც კარგი გადაგხდენია, იმის მოგონებას უნდა დაუთმო, საოცრად ავარჯიშებს ტვინსო.

 

ჰოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, ის სადაა და მე სად და მაინც ის როგორ ხასიათზეა და მე როგორზე, სხვა გზა არ მაქვს, რომ არ დავუჯერო. მაშინ, თუ კარგზე ფიქრია, ვიწყებ რუსოთი, საუკეთესო რაც ახლა მომდის თავში, სწორედ ისაა. აქვე ვიტყვი, რომ 15 ივლისს დაიბადა და მასზე კარგი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში. და მაინც, როგორ არ ვიჩივლო, თუკი ეს ყველაზე კარგი გოგო 2 წელზე მეტია არ მინახავს“, - წერს ნინო დარასელი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი