logo_geo
ქეთევან ქარდავა: დედას უკვე მერამდენედ უწევს ახსნა, რომ ცოცხალია, მაგრამ მკვდარია
- +

17 ივლისი. 2019. 00:07

 

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა მაია ასათიანის საგანგებო მიმართვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

შვილმკვდარი დედის სიკვდილი სწყურია საზოგადოების ნაწილს. ჩვენი თანამოქალაქეების ეს ნაწილი ეძებს მიზეზს შვილმკდარი დედის გასაკრიტიკებლად და მუდმივად ახსენებს იმას, რაც დედას არასდროს დაავიწყდება.

არ ბეზრდებათ კომენტარების დაწერა. პირიქით, შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ დაამცირონ, კუთხეში მიაყენონ, მათი ჭკუით შეარცხვინონ დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი დაეღუპა. გაუგონარი სიტყვებით, მიუღებელი ფორმით უხნიან რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს და როდის უნდა გააკეეთოს. დედას უკვე მერამდენედ უწევს ახსნა, რომ ცოცხალია, მაგრამ მკვდარია.

ეს ხდება ჩვენს გარშემო და ეს არის სირცხვილი.

პოსტი ეძღნება ჩემს კოლეგას, რომელმაც შვილი დაკარგა და ამ ტრაგედიასთან ერთად უწევს ცხოვრება.

გამძლეობა მას! - წერს ქეთევან ქარდავა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი