logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი ნიკა გავრამიაზე: სტრასბურგსაც შეაგინებს, ჩვეული პარჭყვა-გრეხით?
- +

18 ივლისი. 2019. 13:30

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნიკა გვარამიას არცერთი მოთხოვნა-საჩივარი სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა. სტრასბურგსაც შეაგინებს, ჩვეული პარჭყვა-გრეხით?“ - წერს ლიპარტელიანი.

 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი