„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცმოძრაობამ“ თუ რამე ბოროტება განახორციელა, ეს გააკეთა „რუსთავი 2“-ის მეშვებით. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებიდან 9-წლიანი რეჟიმის მსახურებით დამთავრებული. დღეს საბოლოოდ წერტილი დაესვა „ნაცმოძრაობას“. გილოცავთ ყველას, საქართველოში ბოროტება დამარცხებულია“, - წერს მჟავანაძე.