logo_geo
მერაბ მეტრეველი: ტიპი „იმენნა“ გასულია!
- +

18 ივლისი. 2019. 18:02

 

 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამისთვის ყველაფერი რევოლუციის მიზეზია, სტრასბურგის გადაწყვეტილებაც კი. ტიპი „იმენნა“ გასულია!“ - წერს მეტრეველი.

 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი