logo_geo
თინათინ ხიდაშელი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ
- +

18 ივლისი. 2019. 18:13

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს.

 

ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ, ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ, და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. დავით დვალი, ის ურემი ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე.

 

იმედია, ახლა ევროსასამართლოს გმობის, „ბიძინამ იყიდა“ ყიჟინას სერიალს არ ვნახავთ.

 

ამ ისტორიაში ცუდი ის არის, რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ. თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.

 

ეს ქარიშხალი 20 ივნისის საქმეზე კი აუცილებლად იმათ წალეკავს, დღეს რომ ბედნიერების დროშები აღმართეს. მაინც გახსოვდეთ.

 

P.S. თავისუფალი ინტერპრეტაციის გურუებმა რამე რომ არ დამაბრალოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ“, - წერს ხიდაშელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი