logo_geo
ნინო ლაბარტყავა: დღეს „რუსთავი 2“ კრიტიკული არხი კი არა, დეზინფორმატორობის და ცილისწამების გამაჟღერებელია
- +

18 ივლისი. 2019. 19:38

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში  შემდეგი სახის პოსტსს აქვეყნებს:

 

„მოკლედ მინდა დავწერო.

 

როგორც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, არ შეეხება არხის სარედაქციო პოლიტიკას და ნიკა გვარამიას გარდა, არავის არ გაუშვებს ამ ტელეკომპანიიდან.

 

ეს, იცით, რას მაგონებს? „ქართულმა ოცნებამ“ რომ კოჰაბიტაცია გამოაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მარტო რამდენიმე ნაცლიდერი ზის დღეს ციხეში.

 

არაა მასე, ბატონო ქიბარ. მინიმუმ, 10 ჟურნალისტია მაგ არხიდან გასაშვები და რატომ ამბობთ, რომ ყველა ჟურნალისტს სამსახურები შეუნარჩუნდება? მარტო გვარამიაა თურმე ქვეყნის ამომგდები? გასაწმენდია „რუსთავი 2“ და კარგი იქნება, თუ თქვენც ერთგვარ კოჰაბიტაციას არ გამოაცხადებთ არხის თანამშრომლებთან. არ მოგიტანთ ეს კარგს არც თქვენ, არც ზოგადად, ქვეყანას - ისევე, როგორც ოცნების ნაცებთან კოჰაბიტაციამ არ მოუტანა ქვეყანას არაფერი კარგი. ძალიან ბევრი ობიექტური ჟურნალისტი ვიცი, ვინც კრიტიკულიც არის და თუ არხის კრიტიკულ პოლიტიკას აწვებით - მაშინ ზუსტად რომ ასეთი კადრები გჭირდებათ.

 

(ისე, მე თუ მკითხავთ, დღეს „რუსთავი 2“ კრიტიკული არხი კი არა, დეზინფორმატორობის, ცილისწამების, სიბოროტის გამაჟღერებელია და სხვა არაფერი!)

 

არ ვიცი და ვერ ვხვდები, რა ლოგიკით უნდა დარჩეს მაგ არხზე ის, მინიმუმ, 10 ჟურნალისტი? რა, ქვეყნის სასიკეთო საქმეები აქვთ ნაკეთები, თუ ობიექტურები არიან? რასაც ეგენი აკეთებდნენ, მაგას ჰქვია ნაცზონდერობა და ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

 

იმედი მაქვს, კარგად დაფიქრდებით, აწონ-დაწონით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებებს: - "რუსთავი 2"-ში არ უნდა მუშაობდნენ ისეთი "ჟურნალისტები", რომლებიც ხალხს ობიექტურ და კრიტიკულ ინფორმაციას კი არ აწვდიან, არამედ ნერვებს უწამლავენ, დეზინფორმაციებს ავრცელებენ და სიძულვილს და ზიზღს აფრქვევენ!

 

წარმატებები“, - წერს ლაბარტყავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი