logo_geo
ქეთა ხარძიანი: იური ვაზაგაშვილმა დღეს საქართველოს სახელმწიფოს საქმე მოუგო თუმცა, ის ამ დღეს ვერ მოესწრო...
- +

19 ივლისი. 2019. 01:49

 

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არსებითი და ძირითადი მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება დაარღვიეთ!

 

იგივე კონვენციის მე-3 მუხლი - წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა დაარღვიეთ!

 

საკუთრების უფლებას ლახავდით და სასამართლოში სამართლიანი განხილვის უფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო!... 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენით...

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა! თქვენ მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არა სამართლებრივადაც უნდა აგოთ პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე, იცით რატომ? იმიტომ რომ მომავალში აღარავის ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ადამიანს წააართმევს ყველაზე მთავარს- სიცოცხლეს და 13 წლის შემდეგ სახელმწიფო მისი ოჯახის წინაშე 50 000 ევროს კომპენსაციის გადაიხდის და ასე დამთავრდება ყველაფერი..

 

იური ვაზაგაშვილმა დღეს საქართველოს სახელმწიფოს საქმე მოუგო თუმცა, ის ამ დღეს ვერ მოესრო. უფრო მეტიც, ეს საკითხი დღეს გადაფარა რ2-ის საქმემ, რომელიც წლებია აპიარებს იმ ადამიანებს ვინც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანის ძირითადი უფლებების დამრღვევები არიან” - წერს ქეთა ხარძიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი