logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მერეც ბევრჯერ „გავერთე“ ასეთი ავისმომასწავებელი ტაბლოებით, მაგრამ არ ვასაჯაროებდი...
- +

19 ივლისი. 2019. 02:08

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“პირველად ასეთი ტაბლო მაშინ გადავიღე, შუაგულ ვაკეში გლდანისკენ მიმავალ ავტობუსს 50 წუთი რომ ველოდებოდი, მერეც ბევრჯერ "გავერთე" ასეთი ავისმომასწავებელი ტაბლოებით, მაგრამ არ ვასაჯაროებდი ამიტომ და იმიტომ.... ეს გუშინ იყოო, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც ორი კინკილა ავტობუსი დაიარება და ისიც, ძირითადად ამ ინტერვალით...

ბატონო მერო! ამ გრაფიკით სოფლის ავტობუსებიც აღარ დადიან და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, 21-საუკუნეა და იქნებ, საბურთალოს მიმართულებით დაგვინიშნოთ ერთი "ყვითელი" ავტობუსი მაინც, ოღონდ წესიერი გრაფიკით... და კიდევ ერთი "სასიამოვნო" სიახლე - გუშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა უბილეთო მგზავრობის ჯარიმის გაზრდას 20 ლარამდე... თქვე კაი ხალხო, ერთხელ იმგზავრეთ და ნახეთ , ავტობუსით ვინ დადის - ძირითადად სტუდენტები, პენსიონრები და შეჭირვებულები, კარგია არაა, მაღალ-მაღალი ჯიპების ფანჯრიდან დანახული ქალაქი? ამობრძანდით თქვენი გაპრიალებული ტუფლებით და გაწკეპილი "კასტუმებით" და ნახეთ, ვინაა 20 ლარის გადამხდელი, თავმოყვარე კაცი 50 თეთრიანი ბილეთის გამო თავს შეირცხვენს თუკი ეს 50 თეთრი ექნება? რამდენჯერ ამიღია ბილეთი ასეთი თავჩაქინდრული მგზავრისთვის (ვითომ მე დიდი შეძლებული ვარ)... იცხოვრეთ თქვენი ხალხის ცხოვრებით, თორემ გინდათ თუ არ გინდათ, მოგიწევთ დაჯერება, რომ ხელისუფლება ხალხისუფლებააა!!!” - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი