„როგორ გამიქვავდა გული, საერთოდ არ მეცოდებით, გამიხარდა კიდეც, ემიგრაციაში წამოსვლის წინ, ჩემი ჟურნალისტის დიპლომი, თქვენმა შემხედვარემ, პროტესტის ნიშნად, „უცნობის“ საკანში დავტოვე(!)...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კოლეგებსაც ვერ გიწოდებთ... მასმედიის სახლიდან ათობით ჟურნალ-გაზეთის რედაქცია გამოგვყარეს, თქვენ ხმა არ ამოგიღიათ... არც „იმედის“ დარბევისას გამოგიხატავთ პროტესტი...
ჰოდა, გიტიროთ ახლა სააკაშვილმა(!)...
ბონდო ქურდაძე, ჟურნალისტი, გაზეთ „შანსის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, პოლიტიკური ემიგრანტი. პარიზი. 19. 2019“, - წერს ქურდაძე.