logo_geo
ირმა ჭკადუა: 9 წელი ვამტკიცებდით, რომ ზურა ვაზაგაშვილი უმიზეზოდ ჩაცხრილა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ავტომობილში
- +

19 ივლისი. 2019. 14:55

 

 

მოკლული მამა-შვილის, იური და ზურა ვაზაგაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 

„არ ვიცი, როგორ გამოვხატო ეს ემოცია…

 

9 წელი ვიბრძოდით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, 9 წელი ვამტკიცებდით, რომ ზურა ვაზაგაშვილი უმიზეზოდ ჩაცხრილა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ავტომობილში.

 

ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაორმაგებულად ვაკეთებდით მე და ჩემი გუნდი ყველაფერს, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ჩვენ მოვიგეთ !!!

 

მე ვარ მართალი ზურა და იური ვაზაგაშვილების ხსოვნის წინაშე. მე მას დავპირდი, რომ ამ საქმეს მივიყვანდი ბოლომდე და ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ მოვიგეთ ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში!

 

ზურა ვაზაგაშვილის ჩაცხრილვიდან მოყოლებული ვიცავ მისი ოჯახის ინტერესებს. ათასი სიბინძურე და ენით აღუწერელი სიცრუე იკადრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაზაგაშვილების ოჯახის წინააღმდეგ!

 

შვილის ჩაცხრილვა არ აკმარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაზაგაშვილების ოჯახს და შემდეგ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს !!! საკუთარი ჩაცხრილული შვილის საფლავზე.. დასაჯეს!

 

მოგმართავთ თქვენ, „ნაციონალურო მოძრაობავ“! 9 წლის განმავლობაში ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაეგოთ, რომ თქვენ ხართ არა პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია! დეტალურად ვაწვდიდით ჩვენს კოლეგებს ევროპაში თქვენი მანიაკალური ზრახვებისა და ქმედებების შესახებ ინფორმაციას!

 

მე, ადვოკატი ირმა ჭკადუა გპირდებით!!! დაგამარცხეთ სტრასბურგში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდით ამ გადაწყვეტილებას და დეტალურად ჩავაყენებთ საქმის კურსში, თუ ვინ ხართ თქვენ და რა დაუჯდა თქვენი პოლიტიკური არსებობა საქართველოს მოსახლეობას.

 

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ადვოკატებს მალხაზ ჯანგირაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის, დამდგარიყო ეს შედეგი….ზაზა ხატიაშვილს, გაგი მოსიაშვილს, მერაბ ჩიქოვანს, ვახტანგ კომახიძეს... გილოცავთ, კოლეგებო. ჩვენ ეს შევძელით…“ -  წერს ირმა ჭკადუა.

 

 

big_banner
არქივი