„ნუთუ შეიძლება პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ დემოკრატიის შუქურად იყოს აღქმული, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართული მენტალობისთვის იმ სრულიად შეუსაბამო ენაზე და სტილზე, რომელსაც ის ამკვიდრებს სატელევიზიო სივრცეში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ოთარ შაორშაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თავისთავად ცხადია, ტელევიზია აუცილებლად უნდა იყოს კრიტიკული, უკომპრომისო, ობიექტური და მიუკერძოებელი, მაგრამ მხოლოდ გულშემატკივარის და არა რევანშისტული პოზიციიდან, რადგან ჟურნალისტიკა თავისთავად აღმშენებლობის ფუნქციის მატარებელია და მისი ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა, საზოგადოებრივი ცხოვრება და დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოს ამ ფაქტში მე პირადად ვერ ვხედავ, თუ „რუსთავი 2“ გათავისუფლდება ნაცების პარტიული ზეწოლისაგან“, - წერს შაორშაძე.