logo_geo
თინა ხიდაშელი “რუსთავი 2″-ზე: რა აბჯარი აისხით და ისტერიები? დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია
- +

20 ივლისი. 2019. 01:09

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “რუსთავი 2″–თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

 

სპონსორებსაც გაიყოლებენ… ხარისხსაც გაიყოლებენ… რეკლამასაც მგონი, ლოგოსაც კი წაიღებენ – ქიბარის დროს ხომ სხვა ლოგო იყო, გააჩნია სამართლებრივად როგორ აქვთ მოგვარებული ახალი ლოგოს, ქონების და სხვა საკითხები. გამოჩნდება ხალვაშისთვის დაბრუნების მოლოდინში რამდენად გონივრულად იქცეოდნენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, “რუსთავი 2″– ის ხალხია ვინც იქ მუშაობს და პულტი კი ყველას აქვს დღეს ქვეყანაში. ხოდა, რა აბჯარი აისხით და ისტერიები? დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია. და მორჩით ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა მარაზმს. წააგეთ საქმე. გადაშალეთ ახალი ფურცელი!” – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი