logo_geo
„პროექტში თავიდანვე ჩადებული იყო იდეა, რომ ქართველ გიმნაზიელებს სასწავლებელშივე ჰქონოდათ კარის ეკლესია“
- +

20 ივლისი. 2019. 03:16

 

 

ფეისბუქის გვერდი „გურამ შარაძის საზოგადოება“ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატატუსს აქვეყნებს:

 

გურამ შარაძე: ''1895 წლიდან ილიას, ნიკო ცხვედაძის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა დახმარებით ექვთიმე თაყაიშვილმა წამოიწყო დიდი მოძრაობა ქართული გიმნაზიისათვის შენობის ასაგებად. მშენებლობის საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ნიკო ცხვედაძე.

 

XX საუკუნის დასაწყისში მშენებლობა დასრულდა და დღევანდელი ვაკის რაიონის დასაწყისში, რომელიც მაშინ თბილისის გარეუბანი იყო, შესანიშნავი შენობა ააგეს. პროექტის ავტორი გახლდათ გენიალური ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. პროექტში თავიდანვე ჩადებული იყო იდეა, რომ ქართველ გიმნაზიელებს სასწავლებელშივე ჰქონოდათ კარის ეკლესია.

 

ბევრს ჰგონია, რომ უნივერსიტეტის გუმბათი საგანგებო არქიტექტურული დეტალია სილამაზისთვის მოფიქრებული. სინამდვილეში ეს გახლავთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათი, რასაც ადასტურებს ცნობილი ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათი'' ... (გურამ შარაძის კოლექციიდან) - ნათქვამია პოსტში.

 

 

big_banner
არქივი