logo_geo
ნინო ჯღარკავა: არ მავიწყდება იური ვაზაგაშვილის ნამტირალევი ხმა...
- +

20 ივლისი. 2019. 17:36

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსს აქვეყნებს:

 

„2013 წელი იყო, იური ვაზაგაშვილი კვლავ ამაოდ ითხოვდა კორტების საქმის გამოძიებას ვერა და ვერ მიაღწია სამართლს, ახალი გარემოებები იყო საჭირო პროკურატურაში საქმის ხელახლა გამოძიების დასაწყებად! მე ჯერ კიდევ „ობიექტივში“ ვმუშაობდი მაშინ! ერთმა ყოფილმა პოლიციელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა, მოგცემ მასალას, სადაც ვიდეოზეა გადაღებული კორტების სპეცოპერაციაო, რომელიც საქმეში უნდა ყოფილიყო ჩაკრული და მასალებიდან გააქრეს! ღამის 1 საათი იყო, მასალა დისკზე იყო ჩაწერილი, დავურეკე იურის ადვოკატებს მერაბ ჩიქოვანს და გაგა მოსიაშვილს, სრული შოკი იყო მასალების ნახვა, ჩაცხრილული ბიჭები, დაცხრილული მანქანა, ტვინის ნაწილები იყო მიმოფანტული მანქანაში, ძლივს შევძელი ნახვა, სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი ეთერში, რომ კორტების საქმე აგვეყირავებინა, მეორე დღეს ღამის გადაცემაში მე და ადვოკატები შევედით, მასალა ნაწილობრივ გავუშვი, იმხელა რეზონანსი მოჰყვა, აფეთქდა სტუდია და სრულიად სოციალური ქსელი, შუაღამეს „მაესტროს“ და „კურიერის“ ჟურნალისტები შემომიცვივდნენ სტუდიაში, რეკავს იური ვაზაგაშვილი. არ მავიწყდება მისი ნამტირალევი ხმა, შვილო, ნინო, დღეს შენ ზურა გამიცოცხლეო, მადლობა, რომ არ მიეყიდე არავის და ასე გულით, სამართლიანად გააკეთე ის, რასაც ჩვენ 7 წელი ველოდითო. მანანა ტირის, ვერ შეძლო შენთან საუბარი და მადლობა შემოგითვალაო... ჩემთვის მათი სიტყვები ყველაფერი იყო, მიხაროდა, რომ სიმართლემ იზეიმა, პროკურატურაში დამიბარეს, მთლიანი ჩანაწერი მივიტანე, დაკითხვაზე 5 საათი ვიყავი და ჩემი გადაცემის საფუძველზე საქმე ხელახლა აღიძრა, მალე დამნაშავეებიც დაიჭირეს! დღეს კი სტრასბურგმაც აღიარა გამოძიებაში დაშვებული შეცდომები და სახელმწიფოს 50 ათასი ევრო დააკისრა დაზარალებული ოჯახისთვის მისაცემად! სიკვდილის მერე ვულოცავ ბატონ იურის ამ გამარჯვებას! მიხარია, რომ ჩემი პატარა წვლილიცაა ამ საქმეში, ქალბატონო მანანა, თქვენ გილოცავთ, ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ თქვენი შვილის და მეუღლის სულის მოსახსენიებლად! მიჭირდა ამის დაწერა, მაგრამ მაინც შევძელი, მოკლედ გადმომეცა ის ემოცია!“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი