logo_geo
გია გაბრიჭიძე: დღეს დავაკვირდი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოებს და საოცარი რაღაც დავინახე...
- +

21 ივლისი. 2019. 18:21

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნადირობა და თავგადასავალი“ იყო წიგნების სერია და ერთ-ერთი ნაწარმოებიდან მახსოვს ფრაზა - შიშის სუნი, რომელიც მთელს ჯუნგლს მოედება.

 

დღეს დავაკვირდი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოებს და საოცარი რაღაც დავინახე - ის თავდაჯერებული ინტონაცია, რაც თუნდაც ამ ორი დღის წინ წამყვანის მხრიდან ისმოდა, ის თავხედი აურა, რაც სტუდიიდან გადმოდიოდა, ის ამაყი, „მე ვარ და ჩემი ნაბადი" მზერა, რაც „რუსთავი 2“-ელების თვალებში ჩანდა, სადღაც გაქრა.

 

ერთის შეხედვით „დუხი“ იგივეა, მაგრამ არა, მაინც არა. რაღაც დააკლდათ, უმარილო ფილეს დაემსგავსნენ.

 

ზუსტად ის „სუნი“, შიშის სუნი გადმოდის ტელეეკრანიდან. ზუსტად ეს „სუნი“ აქვთ იმ დეპუტატებს, რომლებმაც რბილად რომ ვთქვა, მიხვდნენ, რომ მათ პოლიტიკოსობას წერტილი დაესვა. ზუსტად ეს „სუნი“ აქვთ ქუჩაში გამოსულ იმ „კაი ბიჭებს“, რომლებმაც წინა დღეს რაღაც მიჰქარეს.

 

ამის ზუსტად გადმოცემა არ შემიძლია, ეს ალბათ უფრო ფსიქოლოგის პრეროგატივაა, მაგრამ მე, როგორც ჯუნგლის ერთი უბრალო, რიგითი მცხოვრები, ვგრძნობ ამ სუნს.

 

არადა მართლა საინტერესო ფენომენია“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

big_banner
არქივი