ზუგდიდელმა მომღერალმა თამარ ლილუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიოს ვარსკვლავები“ სამი მედალი მოიპოვა – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის.
„ძალიან გახარებულები ვართ. პროდიუსერებისგან გვაქვს სერიოზული შემოთავაზებები ამერიკაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით”, – წერს მომღერალი ფეისბუკზე.
ფესტივალის ფინალში მხოლოდ ხუთი მომღერალი გავიდა. ღონისძიებაში 66 ქვეყნის წარმომადგენლი მონაწილეოდა.
„რიბი-რაბოს“ და ანსამბლ „გინცის“ სოლისტმა, ზუგდიდელმა თამარ ლილუაშვილმა აშშ-ში წარმატებას გასულ წელსაც მიაღწია – იგი კონკურს Golden Dream-ის გაიმარჯვებული გახდა და გრან პრიც მოიპოვა.