logo_geo
ქართველი მომღერალი აშშ-ში „მსოფლიოს ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა
- +

21 ივლისი. 2019. 21:04

 

 

ზუგდიდელმა მომღერალმა თამარ ლილუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიოს ვარსკვლავები“ სამი მედალი მოიპოვა – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის.

ძალიან გახარებულები ვართ. პროდიუსერებისგან გვაქვს სერიოზული შემოთავაზებები ამერიკაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით”, – წერს მომღერალი ფეისბუკზე.

 

ფესტივალის ფინალში მხოლოდ ხუთი მომღერალი გავიდა. ღონისძიებაში 66 ქვეყნის წარმომადგენლი მონაწილეოდა.

 

„რიბი-რაბოს“ და ანსამბლ „გინცის“ სოლისტმა, ზუგდიდელმა თამარ ლილუაშვილმა აშშ-ში წარმატებას გასულ წელსაც მიაღწია – იგი კონკურს Golden Dream-ის გაიმარჯვებული გახდა და გრან პრიც მოიპოვა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი