logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: სამწუხარო ზარი მივიღე ამ წუთებში…
- +

21 ივლისი. 2019. 22:06

 

 

ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“სამწუხარო ზარი მივიღე ამ წუთებში ჩემი მეგობრისაგან - ალეკო სეფიაშვილისაგან.

 

ორიოდე საათის წინ მიიცვალა ჩემი დიდი მეგობრის, ლეგენდარული “ილუზიონის” ავტორის ოთარ სეფიაშვილის მეუღლე - ქალბატონო სიგალი, ჩემი სიგალი დეიდა.

 

ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ საკუთარი შვილივით ვუყვარდი ამ წყვილს - სიგალი დეიდა საგანგებოდ ჩემთვის აცხობდა იმერულ ხაჭაპურს, თუ ათასს ქართულ სასუსნავს.

 

უიშვიათესი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისადმი - რომანტიული, ასობით პოეტური თარგმანებით თუ მიძღვნებით. რომ ამბობენ, ძლიერი და წარმატებული კაცის უკან ყოველთვის ჭკვიანი ქალი დგასო, აი, ზუსტად ასეთი თანამეცხედრე ჰყავდა ოთარ სეფიაშვილს.

 

დღეს დილით თამუზის სამკვირეული - გლოვის დღეები დაიწყო - ებრაული წესების თანახმად, ერთ საათში ისე მიაბარებენ მიწას, რომ ქუინსში ჩასვლასაც ვერ მოვასწრებ.

 

სინაგოგებში დღეიდან სლიხოთი იკითხება, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვისაა დაწერილი, და ამ ლოცვებით შევთხოვ მარად ნათელს სიგალი დეიდას სულისათვის” - წერს მანუჩარ კაჭახიძე.

 

 

big_banner
არქივი