logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი ოქრუაშვილზე: თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ…
- +

22 ივლისი. 2019. 21:49

 

“2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება” – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი ოქრუაშვილის აღნიშნული განცხადება თამარ ჩერგოლეიშვილისთვის დაცინვის საგანი გახდა, რომელმაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:

 

ვარდების რევოლუცია არ ვიცი, მაგრამ ბოსტონის დიდი ჩაის სმა და კოლუმბის ექსპედიცია ნაღდად ოქრუაშვილმა დააფინანსა.

 

მგონი გუტენბერგსაც მაგან მისცა ფული, სტამბის გასაჩარხად.

 

თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი