“2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება” – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილის აღნიშნული განცხადება თამარ ჩერგოლეიშვილისთვის დაცინვის საგანი გახდა, რომელმაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“ვარდების რევოლუცია არ ვიცი, მაგრამ ბოსტონის დიდი ჩაის სმა და კოლუმბის ექსპედიცია ნაღდად ოქრუაშვილმა დააფინანსა.
მგონი გუტენბერგსაც მაგან მისცა ფული, სტამბის გასაჩარხად.
თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.