logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ტრაგედია, რომელმაც შეძრა საქართველო...
- +

23 ივლისი. 2019. 15:00

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტრაგედია, რომელმაც შეძრა საქართველო...

 

2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში) მომავალი „ჯიპის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან ხევში, მდინარე არღუნში გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა და ვერ იპოვეს. გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

 

თეონა ქუმსიაშვილი - (1984-2010)

 

თეონა იყო ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების უბადლო შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. გამოცემული აქვს სოლოალბომები: 2005 წელს - „პირიმზე“, 2009 წელს - „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

 

 

 

 

 

თეონას

 

არ ვიმახსოვრებ წლებს და თარიღებს,

ან მათ რა ესმით ჩვენი ცხოვრების,

ვიცი, რომ ჩემი სული წაიღე,

ვიცი, რომ მუდამ მემახსოვრები.

მე მიყვარს მიწა, თან არ მსურს ქება,

(თუ გრძნობ, ვის ფარავ, მიწის საბანო?)

ო, როგორ მღლის და მემსუბუქება,

მხრები და ტვირთი შეუსაბამო.

წლებმა ტრფიალი ჭამოს და ჭამოს,

ეხლაც ვამბობ და ვამბობდი წინათ,

თითქოს დავშორდით სამარადჟამოდ,

მე აქ ვარ, მაგრამ შენს გვერდზე მძინავს.

მაშინ შორს შენგან დრო და რიცხვები,

შენგან რამდენი რამე ვისწავლე,

შენ არასოდეს გარდაიცვლები,

მე კი უშენოდ გარდავიცვალე.

გელა დაიაური“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი