logo_geo
ზაზა სიამაშვილი: იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც ჩემს საქმეს ხელი მოკიდა, იბრძოლა და მოიპოვა გამარჯვება...
- +

24 ივლისი. 2019. 13:44

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც იბრძოლა და მოიპოვა გამარჯვება... ის ჩემი სტუდენტი იყო... ჰო, მართლა, სრული უფლება ჰქონდა და არც/ვერც გაამტყუნებდი, რომ ჩემი საქმისთვის ხელი არ მოეკიდა, მეტადრე, მაშინ კიდევ ერთ ჩემს ახლო ადამიანს ჰქონდა ეს საქმე დაწყებული... მაგრამ ამ ფერიამ ჩვენს საერთო მეგობარს, - ანი ქორიძეს უთხრა, ბატონი ზაზა თუ ისურვებს, დიდი სიამოვნებით ავიღებ საქმესო... „რატომაც არა, დიდი სიამოვნებით, ეს დიდი კოზირი იქნება“, - ვუპასუხე ანის... მოკლედ, ელენე შეუდგა საქმეს... ერთი გრძელი წელი და ჩემი ხანდახან მომაბეზრებელი ზარები... დღეს იოლია, ამ ერთ წელზე ასე იოლად ისაუბრო... ელენემ უპრეცედენტო საქმე მოიგო, არა იმიტომ, რომ მე მეხებოდა, არამედ ამ საქმეს, როგორც გამოცდილმა და ცნობილმა იურისტებმა მითხრეს, ანალოგი არ ჰქონია... (სხვათაშორის, ამ საქმეს მალე ევროპასა და ამერიკაში წაიღებენ ჩემი უცხოელი მეგობრები)... რა ვუთხრა ელენეს?! მარტო მწირი „მადლობა“? არ იკმარებს, უბრალოდ მინდა, ყველას გითხრათ - არის ასეთი ახალგაზრდა ადვოკატი, ელენე თბილელი (გვარსაც ზედმიწევნით ამართლებს!) და იგულეთ თქვენ გვერდით... ჰო, მართლა, ამის შესახებ ჩემმა უახლოესმა ადამიანებმაც არ იციან... მინდა, მასთან ერთად დიდი მადლობა ვუთხრა კიდევ ერთ ადამიანს, რომელსაც არც მოვნიშნავ მისი თხოვნისამებრ, იმ წერილს დავასათაურებ... ჩემო ელენე, მაინც ვერ ავცდები „მადლობას“ და მინდა, ამაყად გითხრა, - მეამაყები, მეიმედები და მადლობა შენს ოჯახს, ასეთი რომ მოგავლინა... დანარჩენი პირადად... კიდევ ბევრი სახალისო ისტორია უნდა გაგიზიაროთ... მანამდე კი ჩემს მეგობრებს გთხოვთ, ელენეს თქვენც შეეხმიანოთ... ამ გმირ გოგოს... აუცილებლად მინდა, ვთქვა: ელენემ მარტო ჩემი უფლება არ დაიცვა, ელენემ დაიცვა სიტყვის თავისუფლება, უშიშრად რომ ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მეტადრე ლექტორმა, - აი, ეს უფლება დაიცვა, გააძლიერა და გაამყარა... იმ უმაღლესი სასწავლებლის სახელწოდებას და მისი ზონდერ-რექტორის სახელ-გვარს აღარ ვწერ, ეს ზედმეტად დიდი პატივია მათთვის, მაგრამ მიკვირს და მებრალებიან იქ დასაქმებული ლექტორები და თანამშრომლები, რომლებმაც ვერ გადალახეს შიში... შიში ჩემთან ურთიერთობისა, ეს არის შიში რექტორის „დავალებით“, - წერს სიამაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორის ზაზა სიამაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა GIPA-ს წინააღმდეგ და უნივერსიტეტს გათავისუფლების ბრძანების გაუქმება დაავალა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი