logo_geo
რუსუდან შარაძე: დღეს დიდი და საზეიმო დღეა!
- +

23 ივლისი. 2019. 13:47

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს დიდი და საზეიმო დღეა!

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესა და ჩემ (როგორც გურამ შარაძის მემკვიდრეს) შორის, მემორანდუმი გაფორმდა - ცოტა ხანში, მამაჩემის დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც აქამდე თსუ-ს VIII კორპუსშია განთავსებული, სამუდამოდ დაიდებს ბინას ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

გურამ შარაძის მემორიალურ კაბინეტში არ აგერიოთ, რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბერს გავხსენით. არა, ის ცალკეა, თუმცა, მამაჩემის მთელი სამეცნიერო მემკვიდრეობა ერთ სივრცეში, ერთ დაწესებულებაში დაიდებს ბინას და სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს ეს ბიბლიოთეკაც, გურამ შარაძის უნიკალურ ფონდებთან ერთად.

 

ბედნიერი ვარ!

 

როცა მოკლეს, 3 მიზანი დავისახე:

 

  1. მკვლელობის საქმის კანონიერი გზით ბოლომდე მიყვანა;

 

  1. გურამ შარაძის პირადი არქივის, ბიბლიოთეკის, ინვენტარის, ნახატების კოლექციის და ა.შ. მემორიალური ნივთების სამუდამოდ დაბინავება;

 

  1. ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელუხლებლად გადატანა სადმე, სადაც არასდროს არაფერი დაემუქრება.

 

ამ სამი ოცნებიდან, ორი სრულად ავისრულე, ერთიც - ნაწილობრივ. გპირდებით, ამასაც ბოლომდე მივიყვან და მერე... მერე უკვე სულერთია...

 

უღრმესი მადლობა ლევან თაქთაქიშვილს, გიორგი კეკელიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თსუ-ს რექტორს - ბატონ გიორგი შარვაშიძეს და ა.შ. ყველას!

 

სხვა დეტალებზე შემოდგომაზე, უკვე გახსნისას მოგახსენებთ“, - წერს შარაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი