logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ნეტავ, რას ვფიქრობდი, მეორედ მოვიდოდი?! ხახვი ხომ არ ვიყავი?!
- +

24 ივლისი. 2019. 22:03

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“2003 წლის 23 ნოემბერს, პრეზიდენტი შევარდნაძე რომ გადადგა და 5 წუთში მე რომ გადავდექი სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, ჯიბეში 2 ცალი 10-თეთრიანი მქონდა და სხვა ფული არც მებადა - არც კაბინეტში და არც სახლში!

 

ნეტავ, რას ვფიქრობდი, მეორედ მოვიდოდი?! ხახვი ხომ არ ვიყავი?!

 

ირაკლი ოქრუაშვილი: “თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ქეში მედო კაბინეტში” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაცემაში „რეაქცია“.

 

და ესენი ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ელიტური კორუფცია არ იყო!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი