„ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩანერგილებსა და ჩარჩენილებს!
ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა! წერტილი“, – წერს ხოფერია.
ცნობისთვის, გუშინ სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან ხათუნა ხოფერიას ყოფილი რძალი – თიკა ჯამბურია მაშინ დააკავეს, როცა მომღერალი დედასა და შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს.