ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ქვეყანაში რომ გყავდა პოლიკარპე კაკაბაძე, დავით კლდიაშვილი, რეზო თაბუკაშვილი, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძე, თამაზ ჭილაძე, კიტა ბუაჩიძე და ამ დროს ვიღაც ქეთი დევდარიანს დრამატურგს უწოდებ, - ან ძალიან გაუნათლებელი და ხიხო ხარ, ან თეატრს და მწერლობას არ გაკარებიხარ! დღევანდელ დრამატურგებს აღარ ვგულისხმობ, უმეტესად ყველას ვიცნობ და ახლობლები არიან! ლაშა თაბუკაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დრამატურგია, რომელიც აშშ-ს იუჯინ ო’ნილის ,,მსოფლიოს საუკეთესო 100 დრამატურგთა” სიაში შეიყვანეს 1992 წელს! ერთი, კერძო და გაბანძებული ტელევიზიის უსახურ სერიალს თითხნის და დღაბნის ეს ქალი...სიტყვა დრამატურგია, მისი მნიშვნელობა, სტილი თუ გესმით ზოგადად?“- წერს ზაზა სიამაშვილი.