logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: აი, რას გადავურჩით! ნაცსექტანტებო, თქვენც მოგმართავთ: ილოცეთ გახარიასთვის!
- +

27 ივლისი. 2019. 00:28

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“განსაკუთრებით, ჟურნალისტების საყურადღებოდ! 20-21 ივნისს პარლამენტთან სპეცრაზმი არ ყოფილა, იქ იყვნენ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები და პოლიციელები.

 

სპეცრაზმი პარლამენტთან და პარლამენტში სპეცოპერაციაში ჩაერთვებოდა რევანშისტების პარლამენტის შენობაში შეჭრის შემთხვევაში. და ამას მოჰყვებოდა წარმოუდგენელი მსხვერპლი!

 

ახლა რასაც ვხედავთ, ეს დაპატიმრებები არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგი.

 

სახელმწიფო გადატრიალების შედეგი კი იქნებოდა კატასტროფული! აი, რას გადავურჩით!

 

ნაცსექტანტებო, თქვენც მოგმართავთ: ილოცეთ გახარიასთვის!

 

რომ არა გიორგი გახარიას გონივრული მოქმედებები, 21 ივნისს ან თქვენ გაგლეწავდნენ ქერივით, ანდა 21 ივნისის შემდეგ თქვენ დააყენებდით სისხლის გუბეებს საქართველოში!

გამოცდილება კი გაქვთ, თქვე მანიაკებო! - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი