logo_geo
თამარ ბაღაშვილი: ეკრანზე შავი ფონი და ის საშინელი სიტყვები გამოჩნდა …
- +

27 ივლისი. 2019. 02:53

 

26 ივლისს, გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

 

“რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გიორგი სანაიას იხსენებს:

 

ყველაზე გამორჩეული და სამაგალითო ჩემი თაობის ჟურნალისტებში, საუკეთესო ადამიანი და ერთი შეხედვით პატარა ბიჭი, რომელიც უდიდეს ძალას, გონიერებას და სიკეთეს ასხივებდა. არცერთ გადაცემას არ ვტოვებდი და ყველა სიტყვას ვუსმენდი, როგორ დასვამდა შეკითხვას, როგორ მოიქცეოდა და როგორ გაუმკლავდებოდა რესპონდენტებს, რომლებიც მაშინაც, მწვავე კითხვებზე ძალიან ბრაზდებოდნენ…

 

18 წლის წინ, “რუსთავი 2” – ის ეკრანზე შავი ფონი და ის საშინელი სიტყვები გამოჩნდა – გიორგი სანაია მოკლეს! ამ დღემ მთელი ეპოქა შეცვალა, იმიტომ, რომ ის ნამდვილად იყო ეპოქის ჟურნალისტი. 26 ივლისი არა მხოლოდ “რუსთავი 2”- ის, მთლიანად ჟურნალისტიკის და საქართველოსთვის უმძიმესი დღეა. ახლა, როცა ჩვენ, მთელი “რუსთავი 2″ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვართ, ხშირად ვფიქრობ, რომ ის ზუსტად ასე, ბოლო წუთამდე იბრძოლებდა, არასოდეს გაიყიდებოდა და არასოდეს დანებდებოდა, ამიტომ ჩვენ, გიორგის და მისი მომდევნო თაობის ჟურნალისტებსაც, სხვანაირად მოქცევის უფლება უბრალოდ არ გვაქვს. მადლობა, რომ დაგვიტოვე საუკეთესო მაგალითი, როგორები უნდა ვიყოთ”, – წერს თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი