logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ნასოსები ხართ, თქვენ გარეწრებო?!
- +

28 ივლისი. 2019. 23:48

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში  წერს:

 

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ბანკირების მთავრობის პრემიერის – კვირიკაშვილის შეამხანაგებით, ანაკლიის კონსორციუმი დააარსეს.

 

სცადეს ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ბანკებმა და პოტენციურმა ინვესტორებმა ხაზარაძე-ჯაფარიძის ნდობაზე უარი თქვეს და საქართველოს სახელმწიფოსგან გარანტიები მოითხოვეს.

 

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს რაღაც ხელშეკრულებებიც გააფორმეს და სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებებიც ააღებინეს. ჰოდა, ახლა სახელმწიფოს და ხელისუფლებას სთხოვენ, გარანტიები თქვენ გაეცით და პორტი ჩვენი იქნებაო.

 

ანუ, რა გამოდის:

მოგებით თვითონ ხაზარაძე-ჯაფარიძე მოიგებენ, წაგების შემთხვევაში კი არაფერს კარგავენ: პასუხისმგებელი მთლიანად სახელმწიფო იქნება!

 

სახელწიფო კი საიდან გადაიხდის გარანტიით აღებულ ვალდებულებებს?!

 

საიდან და, – ბიუჯეტიდან!

 

გესმით ხო, რა აქვთ ჩაფიქრებული:

კვირიკაშვილ-ხაზარაძე-ჯაფარიძემ ბიზნესი უნდა აკეთონ, მილიარდები იშოვონ და გარანტად ჩვენ, გადასახადის გადამხდელი უნდა დავუდგეთ!

 

ვიმეორებ:

თუ არ გამოვა და პორტი მომგებიანი არ იქნება, თვითონ რას კარგავენ?!

კრედიტორებს სახელმწიფო, ანუ ჩვენ, გადასახადების გადამხდელები გავისტუმრებთ!

 

ჯერ ხალხი გაატყავეს ამ ბანკირებმა და ახლა დიდი აფიორით და თან შანტაჟით ცდილობენ, მომავალი თაობებიც დააკაბალონ და ასეულობით ათასები, თუ მილიარდები არა, ამოხაპონ მათი ჯიბეებიდან!

 

ნასოსები ხართ, თქვენ გარეწრებო?!” – წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი