logo_geo
შორენა მარსაგიშვილი: გთხოვთ, ბატონო მინისტრო, დაამყარეთ ამ გზაზე წესრიგი...
- +

30 ივლისი. 2019. 00:24

 

 

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

“27 ივლისს თუშეთის გზაზე მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ ყველა შეძრა. მინდა მჯეროდეს რომ ეს ბოლო ტრაგედია იქნება, მაგრამ ეს მძიმე გზა ამის თქმის საფუძველს არ იძლევა.

ამ გზაზე მოთარეშსიკვდილის შეჩერება მხოლოდ წესრიგის დაცვით არის შესაძლებელი. უკვე დროა ამ გზაზე პოლიციამ მკაცრი კონტროლი დააწესოს.

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონო გიორგი გახსენით ამ გზაზე რამდენიმე საგუშაგო. გნებავთ ის საშინელი რობოკოპებიც ჩააყენეთ. ოღონდ ამ გზაზე წესრიგი დაამყარეთ.

უკვე დროა მკაცრად შემოწმდეს ყველა მძღოლი ალკოტესტზე. ასევე მკაცრად გაკონტროლდეს თუ რა ოდენობის ტვირთი გადააქვს მანქანებს.

მთას შცდომების პატიება არ უყვარს, ეს გზა ამ მხრივ განსაკუთრებით დაუნდობელია.

ავტოსაგზაო შემთხვევებისგან არცერთი გზა დაცული არ არის, მაგრამ რაც ამ გზაზე ხდება უკვე ნამეტანია.

თითქოს ტრადიციაა რომ ყოველ ზაფხულს ამ გზამ რამდენიმე ახალგაზრდა უნდა შეიწოროს.

ამ საშინელი სტატისტიკის შემცირება მხოლოდ მკაცრა წესრიგს შუძლია.

ამიტომ გთხოვთ ბატონო მინისტრო დაამყარეთ ამ გზაზე წესრიგი და გამოსთხარეთ სიკვდილს თვალი (ამას ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გეუბნებით), რომელიც გზის ყოველ მონაკვეთშია ჩასაფრებული და ელოდება, როდის დაუშვებს მძღოლი მცირე შცდომას”

წერს შორენა მარსაგიშვილი.

 

 

big_banner
არქივი