logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: საერთოდ, რა ხალხია ეს დუეტი და ვინ კითხავს მათ რამეს?!
- +

30 ივლისი. 2019. 21:50

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რას ითხოვენ, ვინ არიან საერთოდ და რატომ ჰგონიათ, რომ რამე ეკუთვნით?!

ამ ორ პერსონას რატომ უნდა მისცეს წილი ქიბარ ხალვაშმა, რა დამსახურებისთვის?!

თვითონაც აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში არაფრით არის ვალდებული მათ წინაშე?!

ჰოდა, დვალს და აქიმიძეს ვინ ეკითხებათ “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკას ან სარედაქციო დამოუკიდებლობას?!

რა პოზიტიური გამოცდილება აქვს ამ ორ ადამიანს საიმისოდ, რომ მათზე იყოს დამოკიდებული ქართული მედიის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში Эრუსთავი 2Э-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა?!

 

და საერთოდ, რა ხალხია ეს დუეტი და ვინ კითხავს მათ რამეს?!

ნუ დაგვღალეთ, რა?!” - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი