logo_geo
გია გაბრიჭიძე: ფსიქოლოგის სერიოზული ჩარევა სჭირდებათ...
- +

31 ივლისი. 2019. 13:25

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ამ „გავლენიან“ არასამთავრობოების რომ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ სიცილი, გულიანი სიცილი არ შეუძლიათ.

 

მომკალით და ვერაფრით წარმოვიდგენ პატარა ბავშვთან ბურთით მოთამაშე სალაძეს (მოღიტინებაზე და მასთან ერთად ჩაბჟირებაზე არაფერს ვამბობ), გიგაურს, რომელიც წიწილას ხელიდან აჭმევს ან ლეკვს ეფერება.

 

ნაცების (ორივეს), ლევან და დავით ბერძენიშვილების, ბაია პატარაიას, ლომჯარიას და მსგავსი ტიპების დანახვაზე სულ მგონია, რომ რაიმე ლამაზი ნივთის გასაფუჭებლად, დასაკაწრად ჯიბეში ჟანგიანი ლურსმნები უდევთ.

 

ჩემი აზრით, მათი მდგომარეობა სცილდება ჯანსაღი აზროვნების ადამიანის მდგომარეობას და ფსიქოლოგის სერიოზული ჩარევა სჭირდებათ“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი