„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია დატოვა. ამის შესახებ ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გავათავისუფლე ჩემი „სწენკა“ ნიუსრუმში.
13-წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.
ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან - გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.
სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა „რუსთავი 2“-ს გამოცდილებისათვის.
პირველად ცხოვრებაში, წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებ და სად ვიქნები.
ერთი ვიცი - ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ...“ - წერს ცხომელიძე.