logo_geo
გია გაბრიჭიძე: სააკაშვილს დღითიდღე კუდი უპატარავდება და ცხვირი ეზრდება
- +

1 აგვისტო. 2019. 18:27

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სააკაშვილს დღითიდღე კუდი უპატარავდება და ცხვირი ეზრდება.

 

აღარ გასდის ის ბოღმიანი ტყუილები, რომლებითაც აქამდე ხალხს აბოლებდა.

 

ბოლო „შემაშინებელ“ სიცრუეს - ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს ჩაკეტავს და არავის არ ექნება მისი დათვალიერების უფლებაო, ზუსტად ისეთივე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა, როგორიც მის მრავალ იდიოტურ გამოხტომას.

 

ჩემო მიHა, მე ხვალ წვერმაღალას პარკში მივდივარ, რომელიც მაისში გაიხსნა და რომელზეც ზუსტად ისევე როშავდი (რა შენი სიტყვები და რა შენი პარტაქტივის), როგორც ახლა დენდროლოგიურ პარკზე როშავ.

 

ნამდვილად არ მივაქცევდი ამ მორიგ სისულელეს ყურადღებას, მაგრამ ეს ტიპი კიევიდან მეუბნება ვერ წახვალ, არ შეგიშვებენო.

 

აი, მე კი შემიშვებენ, შენ კი რა გითხრა, როდის მოახერხებ წვერმაღალას და დენდროლოგიურ პარკის დათვალიერებას, კაცმა არ იცის.

 

იჩქარე, დენდროლოგიურ 2020-ში იხსნება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

big_banner
არქივი