logo_geo
31 ივლისს ხათუნა კოტრიკაძის დაბადების დღეა
- +

31 ივლისი. 2019. 02:20

 

„გახსოვთ ეს ლამაზი ღიმილი? ან ეს ეშმაკური გამოხედვა?  რაღა თქმა უნდა გახსოვთ. ეს ხათუნა კოტრიკაცის სავიზიტო ბარათი იყო წლების წინათ, როცა პირველად გამოჩნდა ქართულ კინოში და ხან თავისი ნებით თხოვდებოდა და ხანაც იტაცებდნენ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხათუნა კოტრიკაძეს დღეს, 31 ივლისს, დაბადების დღე აქვს. თავის მეგობრებს, თაყვანისმცემლებს facebook არ უმალავს ასაკს და ნურც ჩვენ დავუმალავთ, ხათუნა 64 წლისა გამხდარა. ის ისევ უჩვეულოდ ლამაზია და მისი ულამაზესი ღიმილიც ისევე გვაოცებს, როგორც მაშინ, ეკრანიდან რომ გვიღიმოდა. ხათუნა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის დავით გოგიას მეუღლე გახლავთ. Facebook-ში ხშირად აქვეყნებს შვილის, შვილიშვილების ფოტოსურათებს, ამით გვეუბნება, რომ ის უკვე ბებიაა, მაგრამ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისის ფოტოები მისსავე გვერდზე და დარწმუნდებით, რომ სილამაზე უბერებელია.

 

დაბადების დღეს ვულოცავთ ქართული კინოს ულამაზეს ვარსკვლავს - ხათუნა კოტრიკაძეს“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი