logo_geo
შოთა გულბანი: სასურველი და აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა
- +

3 აგვისტო. 2019. 02:54

 

 

„ქვეყნის პირველი პირის მხრიდან პოზიტიური მოლოდინების გაჟღერება, სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკური ფონის ჩაცხრობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

 

ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში შოთა გულბანის თქმით, ლარის ვარდნასთან დაკავშირებით ვერ გავექცევით უარყოფითი მოლოდინების ფაქტორს, რაც, თავის მხრივ, ინსპირირებული იყო, ერთი მხრივ, რუსეთის შესაძლო სანქციებით, ხოლო მეორე მხრივ - შიდა არეულობით.

 

„ქვეყნის პირველი პირის მხრიდან ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური მოლოდინების გაჟღერება, სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკური ფონის ჩაცხრობა, თუმცა გარდა არსებული ვითარების ანალიზისა, სასურველი და აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა, მაგალითად, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში რას აპირებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობის მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლართან მიმართებით ბიზნესი მოითხოვს 1. პროგნოზირებადობას და 2. სტაბილურობას. პირველის მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში მყოფი ლარის კურსის პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეგ მიღწევადია სწორი მაკრო და მიკროპოლიტიკის განხორციელებით, რაშიც ეროვნული ბანკი უნდა იყოს ეფექტური და მთავრობასთან კ არგად შეთამაშებული დამხმარე მექანიზმი.

 

რაც შეეხება ბოლო პერიოდის ლარის ვარდნას, ვერსად ვერ გავექცევით უარყოფითი მოლოდინების ფაქტორს, რაც, თავის მხრივ, ინსპირირებული იყო, ერთი მხრივ, რუსეთის შესაძლო სანქციებით, ხოლო მეორე მხრივ - შიდა არეულობით. ამას ყველაფერს ცხადია, აკვირდებიან ინვესტორები, ბიზნესმენები და შესაბამისად მოქმედებენ, ანუ წინასწარ იმარაგებენ დოლარს, რაც პირდაპირი წნეხია ლარზე“, - წერს შოთა გულბანი.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ლარის მოკლევადიანი ვარდნის მიღმა, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, რაც მეტწილად პოზიტიურია და ლარზე უარყოფითად არ მოქმედებს, მაგალითად 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ივნისში, წმინდა ექსპორტის ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება და ა.შ.

 

2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „ლარის ზედმეტად გაუფასურებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონი გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა“. მისივე თქმით, ლარი მალე დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს.

 

 

 

 

big_banner
არქივი