გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიაზე: ნამდვილად არ ველოდი მეგი გოცირიძეს თუ დამსგავსებოდა
-
+
6 აგვისტო. 2019. 21:59
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საინფორმაციო ტიპები აღგზნებულნი იუწყებიან - ელენე ხოშტარია ჭორვილაში თვალახვეული ჩავიდა!
ეუჰ... დამხაშმა.
- ცალი ფეხიც აიკეცოს, სიმღერა „მკვდრის კასრს თხუთმეტი კაციღა შერჩა, იო ჰო ჰო და ერთი ბოთლი რომი“ დაჰქუხოს და ნამდვილი კაპიტანი სილვერია (ჯეკ ბეღურას არც შევადარებ).
- სიმპტომის - „რომ არ იცი რა უნდა ქნა და ძალიან გინდა რაღაც გააკეთო“ სრული მარაზმატიკული გამოვლინება.
- ნამდვილად არ ველოდი მეგი გოცირიძეს თუ დამსგავსებოდა“, - წერს გაბრიჭიძე.