logo_geo
ირაკლი ლატარია: გვარამია აკეთებდა მილიონებს, მაგრამ „ეკიდა“ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების შემოსავლები
- +

7 აგვისტო. 2019. 01:03

 

 

ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გვარამიამ „რუსთავი 2“-ში მისვლის დღიდან დაიწყო ფულის კეთება. ძალიან მაღალი ხელფასი არ იკმარა და „ატკატებზე“ მუშაობდა. მურადაშვილს შეაქმნევინა კომპანია და შესყიდვებს, რასაც კი ახორციელებდა „რუსთავი 2“-ის ბიუჯეტიდან, ყველაფერში იხდიდა ძალიან ძვირს და ნებისმიერი პროდუქტის გამყიდველი მურადაშვილის კომპანია იყო.

 

ანუ რა ხდებოდა? ათასს ლარიან პროდუქტს (ვთქვათ კომპიუტერის მონიტორი) მურადაშვილის კომპანია ყიდულობდა და ორი ათასს ლარად ყიდდა „რუსთავი 2“-ზე, გვარამიაზე. 1000 ლარი სად მიდიოდა ალბათ ხვდებით ხომ?

 

ამ დროს, არც ბიუჯეტს უხდიდა და არც თანამშრომლებს ხელფასს.

 

გვარამია არის ღორი, კორუმპირებული და ყველაზე ნაძირალა პიროვნება, ვინც კი გამიგია.

 

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ გვარამია აკეთებდა მილიონებს, მაგრამ „ეკიდა“ თანამშრომლების შემოსავლები“, - წერს ლატარია.

 

 

 

big_banner
არქივი