logo_geo
გიორგი უძილაური: როცა სისხლიან რუსთაველზე სააკაშვილმა კონცერტი მოაწყო, „რუსთავი 2“ კუნტრუშს აშუქებდა!
- +

18 თებერვალი. 2017. 20:50


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური „რუსთავი 2"-ის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„როცა დვალს „რუსთავი 2" „აახიეს", არხი დუმდა.

როცა ხალვაშს აყიდინეს, მაშინაც დუმდა.

როცა ხალვაშსაც წაართვეს, მაშინაც დუმდა.

როცა „ნაცების" ტელევიზიად იქცა, მაშინაც ხმა არ ამოუღია.

 

როცა ქვეყანაში პროტესტი და ოპონირება სიცოცხლის ფასის ტოლი იყო, „რუსთავი 2" ჩუმად იყო.

 

როცა სისხლიან რუსთაველზე სააკაშვილმა კონცერტი მოაწყო, „რუსთავი 2" კუნტრუშს აშუქებდა.

 

როცა სულხან მოლაშვილს ციხეში ცოცხლად ალპობდნენ „რუსთავი 2" გირგვლიანის მკვლელებს აპრავებდა.

 

როცა იმედს არბევდნენ, „რუსთავი 2" გადატრიალებაზე ლაპარაკობდა.

 

როცა ერი 9 წელი მუხლებზე იდგა, „რუსთავი 2" „დემოკრატიის შუქურას" აჩვენებდა და როცა არხის რეალურმა პატრონებმა მოითხოვეს წართმეულის დაბრუნება, „რუსთავი 2" გაბრაზდა და უცებ ობიექტურობაზეც კი გამოთქვა პრეტენზია.

 

როცა სასამართლოში მივიდა საქმე, „რუსთავი 2" შანტაჟზე გადავიდა.

 

როცა მხარდამჭერები ვერ ნახა, „რუსთავი 2"-მა ღმერთიც იწამა მრევლის მოსაზიდად.

 

როცა მაინც არ დაუჯერეს, გაიბუტა და გაითიშა...

 

და როცა წარმოვიდგენ, რა იქნებოდა დღეს „რუსთავი 2"-ის ეთერში, 2012 წლის არჩევნებში სააკაშვილი რომ არ დამარცხებულიყო, ვხედავ იგივეს, რაც იყო „ნაცების" ზეობისას და რის გაბაიბურებასაც ასე ცდილობს არხის უზურპატორი ნაჯალათარი ხელმძღვანელობა. „ნაცებისგან" მართული „რუსთავი 2" არაფრით განსხვავდება თავად „ნაცებისგან" და ხვალაც მზად არის გარემოებისამებრ ან ჯოჯოხეთი დახატოს სამოთხედ, ან საზოგადოება დააბრუნოს საინფორმაციო ტერორში.

 

როგორც არ უნდა იყოს, „რუსთავი 2" მსოფლიო პოლიტიკის და მასების ფსიქოლოგიის ისტორიაშია შესაყვანი იმის საჩვენებლად, თუ რამხელა გავლენა აქვს არა თავისუფალ, არამედ პარტიულ მედიას და რამდენად შეუძლია ერთი პარტიული არხის საინფორმაციო მანიპულირებებს მთელი საზოგადოების ფსიქიკის მორყევა. „რუსთავი 2"-ს ერიხ ფრომი ცალკე ნაშრომს მიუძღვნიდა...

 

...მე არ ვიცი, როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი, მაგრამ „რუსთავი 2" ეკუთვნის მის რეალურ მეპატრონეებს, რომლებსაც წაართვეს არხი და იმ ხალხს აქვს უფლება სასამართლოთი მოითხოვონ წართმეული. „რუსთავი 2"-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა ამ უფლებას ებრძვის, იმიტომ, რომ ასევე იქცეოდა მისი უფროსი პრეზიდენტობისას", - წერს გიორგი უძილაური.



 

big_banner
არქივი