logo_geo
ნინო ლაბარტყავა: არ ვიცი, საპატრიარქომ ქნა ეს, თუ რომელიმე სასულიერო პირმა, მაგრამ ფაქტია...
- +

18 თებერვალი. 2017. 21:09


ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ტელეკომპანია „ობიექტივმა" რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა საქართველოს პატრიარქის ვიდეო-მიმართვის სრული ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა „დაჩეხილი" სახით გაუშვეს...

 

პატრიარქი მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სვამს კითხვას - რა მოხდა? რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორესო? ვისი დავალებით ხდება ესო?

 

სპეციალურად გავშიფრე ახლა პატრიარქის ეს მიმართვა სრულად, სტილის დაცვით და მას აქვე გთავაზობთ:

 

„მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს? მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლება, მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. და ვერავინ ვერ შესძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო."

 

როგორც ვიგებ, აღნიშნული ვიდეო თავიდანვე დამონტაჟებული სახით გაუვრცელებიათ, არ ვიცი, თავად საპატრიარქომ ქნა ეს, თუ კონკრეტულად რომელიმე სასულიერო პირმა, მაგრამ ფაქტია, მედიასაშუალებებს აქამდე პატრიარქის მიმართის „დაჩეხილი" ვარიანტი იმიტომ გაუვრცელებიათ, რომ სხვაგვარი არც გავრცელებულა და რაც იყო ის წაიღეს", - წერს ნინო ლაბარტყავა.

 

 

 

   


 

big_banner
არქივი