ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამორალური აზროვნების უმაღლესი გამოვლინებაა „ნაცების „მხრიდან აგვისტოს ომზე და დაღუპულ გმირებზე ლაპარაკი.
დღეს მათი ტელეეთერებში გამოჩენა ვითომდა მწუხარე სახეებითა და თვალებში ბოროტი სხივით ომზე ლაპარაკი, არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ძალადობა. ქართველების კიდევ ერთი ოკუპაცია და დამცირების მცდელობა.
დღეს მათი გამოჩენა ტელეეთერში, მათი მისვლა გმირების საფლავებთან, საჯარო სივრცეში ნათქვამი ნებისმიერი ფრაზის გავრცელება არის ოკუპაციის მხარდაჭერა და ნებსითი, თუ უნებლიე ღალატი“, - წერს გაბრიჭიძე.