logo_geo
თინათინ მღვდლიაშვილი: ამ ვაჟკაცმა ადიდებულ მდინარეში უცნობი კაცი დახრჩობას გადაარჩინა... აი, ასეთ ვაჟკაცებზე დგას საქართველო!..
- +

8 აგვისტო. 2019. 16:04

 

 

პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ფოტოზე გახლავთ 18 წლის გიორგი გოგოლაური, ამ წარმოსადეგმა ქართველმა ვაჟკაცმა ახმეტაში, ადიდებულ მდინარეში, უცნობი კაცი დახრჩობას გადაარჩინა. მისი ვინაობა ძლივს დაუდგენიათ, ვინაიდან მეორე ნაპირზე გასულს, გზა გაუგრძელებია...

 

აი, ასეთ ვაჟკაცებზე დგას საქართველო!..

 

გაიხარე, გიორგი!.. უფალი გფარავდეს!..

 

მეორე ნაპირზე მშვიდობიანად გასვლა არ მოგიშალოს უფალმა! შეგეწიოს დედაღვთისმშობელი!.. შეგეწიოს წმინდა გიორგი!..

 

ისე, გოგოლაურებს სჩვევიათ ვაჟკაცობა!..

 

(ბახტრიონის გმირის ჩუმი შეხსენება...).

 

რა ლამაზი ქართველია!.. გაიხაროს!“ - წერს მღვდლიაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი