logo_geo
ირაკლი შონია: ღირსეული ქართველობა არ დაგივიწყებთ სამშობლოსათვის თავდადებას ჩემო გმირებო!
- +

8 აგვისტო. 2019. 16:58

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამაჩაბლოში ხომ ეს ამბები გაცილებით ადრე დაიწყო, ნაღმი საათის მსგავსი მექანიზმით ფუნდამენტად ჩაუყარეს როკის გვირაბთან ერთად საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცების მოსურნეებმა და დამოუკიდებლობის ბრძოლის გარიჟრაჟზე ამოქმედდა ეს პულტირებული ნაღმი კრემლის კედლებიდან! 9 აპრილის შემდგომ, როდესაც გარდუვალი გახდა ეროვნული მოძრაობის გამარჯვება, მტრებმა რუსული ხიშტი და კალაშნიკოვი დაუმიზნეს საქართველოს გულს-შიდა ქართლს! ქართველი ვაჟკაცები ცოცხლად დაწვეს ჩოჩიევის და კულუმბეკოვის ბანდფორმირებებმა და ტყვია დაახალეს აკვანში მყოფ თოთო ჩვილს პაატას! (პაატაზე ბრწყინვალე ლექსი აქვს დაწერილი თინათინ მღვდლიაშვილს)... ქართველ შეიარაღებულ დამცველებთან ერთად არ შემიძლია არ მოვიხსენიო სამოქალაქო ეროვნული აქტივი, ჰელსინკის კავშირის და წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრები, ვინც სამხედროებზე არა ნაკლებად საკუთარი თავი გადადეს და შიშველი ხელებით წინ აღუდგნენ იმპერიის ზრახვებს! ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო და აწმყო თუ არა გვწყალობს, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ვეფხიას, შმაგის და მათი მსგავსი გმირების სახელები სულ სხვა შარავანდედით გამონათდება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე!

 

აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო გოგი გაბროშვილი, სეპარატისტების რისხვა, რომლის თავიც რამდენიმე მილიონად ჰყავდათ შეფასებული ოსებს და მათგან გადარჩენილი 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე იქნა დახვრეტილი ქართველი მოღალატეების მიერ!

 

ამ მოკლე სტატუსზე შეგნებულად ავირჩიე ფოტოდ, ქართული, ეროვნული შინდისფერი დროშა, რომელიც სიმბოლოა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის!

 

ღირსეული ქართველობა არ დაგივიწყებთ სამშობლოსათვის თავდადებას ჩემო გმირებო! იარეთ წმინდა ილია მართლის გზით და სასუფეველშიც დამკვიდრდით ღირსეულ წინაპრებთან ერთად!

 

დიდება თქვენ!

 

სამარადჟამო ხსოვნა და უკვდავება თქვენ!“ - წერს შონია.

 

 

 

big_banner
არქივი