logo_geo
მერაბ მეტრეველი: „ნაცებო“, თქვენთან მაქვს კითხვა…
- +

9 აგვისტო. 2019. 12:14

 

„9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაში წერია, რომ რუსული არმია საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა. დავგუგლე და მართლაც დევს ასეთი ბრძანება“, - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

 

„წეღან მამუკა მდინარაძის კომენტარს ვუსმენდი და ასეთი რამე თქვა: სააკაშვილს თავად აქვს ბრძანებულება 9 აგვისტოს გამოცემული, სადაც წერია, რომ რუსული არმია საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა. მეთქი, რას ჰყვება ეს კაცი? დავგუგლე და მართლაც დევს ასეთი ბრძანება.

 

 მერე მეტყვიან მიშას რას ერჩიო.

 

ეს არის სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანება საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელიც მერე პარლამენტმაც დაამტკიცა. ამ ბრძანებაში შავით თეთრზე წერს ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომ რუსეთის არმია საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა, არადა, როგორც გახსოვთ, საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს ღამე დაიწყო. „ნაცებო“, თქვენთან მაქვს კითხვა: როდესაც ასეთ დოკუმენტს ქმნის პრეზიდენტი და მერე პარლამენტი ამტკიცებს, ეს ღალატია თუ იდიოტიზმი?“, - წერს მერაბ მეტრეველი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი