logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: თუ რუსეთი მოიძიებს ქართულ საჯარისო ფორმირებათა სიებს, ჩვენ რატომ არ ვდებთ საჯაროდ მკვლელთა სიებს?
- +

9 აგვისტო. 2019. 20:24

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2008 წლის ომს ჰყავდა გმირები, მათგან არც ერთი არ იყო პოლიტიკოსი, მხოლოდ სამხედროები და მათგან არც ერთი გენერალი, 1 პოლკოვნიკი, არც ერთი პოდპოლკოვნიკი, არც ერთი მაიორი, არც ერთი კაპიტანიც კი. (2008 წლის ომში საომარ სიტუაციაში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა რაოდენობა სულ: 170 (9 ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, ყველა მათგანი გარდაცვლილია) მ.შ.

 

ოფიცერი: 23

კაპრალ/სერჟანტი: 136

რიგითი: 1

რეზერვისტი: 9

სამოქალაქო პირი: 1

 

აფხაზეთის ომს ჰყავდა გმირები, მათგან გენერლებიც და გმირულად მოკლული ჟიული შარტავა.

 

პატივი ვცეთ მათ სულებს და ჩავფიქრდეთ ამ სტატისტიკაზე. სად იყო თავდაცვის მინისტრი? სად იყვნენ გენერლები? რომ არა ოკუპანტთა გადაღებული ფირი, გვეცოდინებოდა ანწუხელიძის გმირობა? რატომ არ ვკითხულობთ ტყვეობას გამოვლილ ჯარისკაცთა შორის, იქნებ არიან უცნობი ანწუხელიძეები? რატომ არ ვაკეთებთ ღია სიას ოკუპანტთა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სასიკვდილო წამებებში არადა ეს მარტივია. ცხინვალსა და სოხუმში პრესაში ტრაბახობენ მათი მეომრები. თუ რუსეთი მოიძიებს ქართულ საჯარისო ფორმირებათა სიებს, ჩვენ რატომ არ ვდებთ საჯაროდ მკვლელთა სიებს? ამას ყველა ქვეყანა აკეთებდა და აკეთებს. მათ დაუსწრებლად უნდა გამოუტანოს ქართულმა სასამართლომ განაჩენი“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი