logo_geo
ჯაბა ხუბუა: ასეთს რომ შარლატანი, გარეწარი, უნამუსო და უტიფარი უწოდო, ეს „სიძულვილის ენად“ ითვლება?
- +

9 აგვისტო. 2019. 22:09

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ლიბერალურ ცენზურას აკანონებთ?

 

წინასაარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის გამოყენება უნდა ავკრძალოთო. რას ნიშნავს „სიძულვილის ენა“ და რა იგულისხმება ამ დეფინიციის მიღმა?

 

ვთქვათ, წინასაარჩევნო ტელედებატებია და ოპონენტად გიზის ათასპარტიაგამონაცვალი, ხელიდან წასული და ნამუსგარეცხილი პოლიტიკანი, რომელიც ცდილობს, ნოტაცია წაგიკითხოს და ზედ - მორალიც. ასეთს რომ შარლატანი, გარეწარი, უნამუსო და უტიფარი უწოდო, ეს „სიძულვილის ენად“ ითვლება? გულწრფელად მაინტერესებს. ან, ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელს, მკვლელი და გამაუპატიურებელი სისტემის შემქმნელ პოლიტიკურ ოპონენტს, მაგალითად, რომელიმე გიგაბოკერიას თუ გიორგიბარამიძეს ნაძირალა რომ დავუძახო, ეს „სიძულვილის ენაა“?

 

რის ჩაწერას აპირებენ კანონში? „სიძულვილის ენა“, „პოლიტკორექტულობა“ და ამგვარი ცნებები ლიბერალური ცენზურის ვუალირებისათვის არის მოგონილი. თანამედროვე ლიბერალიზმი, რომელიც სუფთა ფაშისტური აღტკინებით არის განწყობილი განსხვავებული აზრის მიმართ, ასეთი ფუყე ტერმინებით ცდილობს თავისი ავტორიტარული შიგთავსის შენიღბვას. რეალურად, დღეს ლიბერალიზმი არის განსხვავებული აზრის მიუღებლობისა და მისი ჩაწიხვლის ავანგარდისტი მთელ მსოფლიოში. გაბატონებული ლიბერალური ცენზურა, პოლიტკორექტულობის მოტივით, ლამობს პირში ბურთი ჩასჩაროს კაცობრიობის კონსერვატიულ ნაწილს. თანამედროვე დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპის აღმოსავლეთი დღეს სწორედ ამ ლიბერალური ცენზურის წინააღმდეგ არის აჯანყებული, საქართველოში კი ლიბერალური ცენზურის დაკანონებას ვაპირებთ? ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, თვით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასაც კი გადახედოს, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი თავის ჩანასახოვან ღირებულებებს დასცილდა და ნეოლიბერალიზმის ხელში სამანიპულაციო იარაღად იქცა. ცოტა დაფიქრდით და ჭკუას წიხლი დააჭირეთ პატივცემულო გვამებო, სანამ საქართველოში მორიგ სისულელეს დააკანონებთ და თქვენივე თავის დასაკლავ დანას გამოჩხრეკთ“, - წერს ხუბუა.

 

 

 

big_banner
არქივი