logo_geo
„კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა“ - გიორგი გახარიამ თანამშრომელი სამშობიაროში მოინახულა
- +

10 აგვისტო. 2019. 02:40

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამშრომელი სამშობიაროში მოინახულა და შვილის დაბადება პირადად მიულოცა. ამის შესახებ თავად ნინო ინაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში. დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან, და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა. ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ.

 

ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება.

 

მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის“, - წერს ნინო ინაიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი